Sunday, March 13, 2011

მათემატიკური ხელოვნება

1.პროექტის სახელწოდება: მათემატიკური ხელოვნება
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით: მოსწავლეები იკვლევენ მათემატიკის როლს ხელოვნებაში, გეომეტრიული გარდაქმნების გამოყენებით.
3.პროექტის აქტუალობა: ორნამენტის ნიმუშების გაცნობა ძველ ხუროთმოძღვრულ ძეგლებში და ზოგადად ქართულ ხელოვნებაში, ხდება შედარება ჩვენი– ეროვნულისა და სხვა ქვეყნების ორნამეთებისა ერთმანეთთან.
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეები იკვლევენ მათემატიკის როლს ხელოვნებაში, გეომეტრიული გარდაქმნების გამიყენებით. დეკორატიულ ხელოვნებასთან სიმეტრიების, პარალელური გადატანის თვისებების მისადაგებას.
5.მონაწილეთა ასაკი: მე–9, მე–10 კლასები
6.ვადები / ხანგრძლივობა: 1–2 თვე
7. მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები ისწავლიან ურთიერთთანამშრომლობას ადამიანებთან, შეიძენენ კვლევით უნარ–ჩვევებს, გაიუმჯობესებენ კომპიუტერთან მუშაობის უნარ– ჩვევებს.შექმნიან ბლოგებს.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოალბომი, პრეზენტაცია, საგამოფენო სტენდი, შექმნილი ელ. ჟურნალი, ვებ–გვერდი.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): 1. კვლევა, რომელიც მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით: ა) ორნამეტის შექმნა სიბრტყის მრავალკუთხედებით.
ბ)ცნობების მოზიება ორნამეტის შესახებ ძველ ხუროთმოძღვრულ ძეგლებში, ქართულ ხელოვნებაში ( ნაქარგობა, არქიტექტურა).
გ) ქართული ორნამეტის ნიმუშების შესწავლა და მათი გამოკვლევა.
დ) ქართული ორნამეტის შედარება სხვა ქვეყნების ორნამეტის ნიმუშებთან.
2) მასალის მოზიება ინტერნეტის გამოყენებით.
3) ინფორმაციის შეგროვება ინტერვიუს აღების შედეგად.
4) შეგროვილი სურათებისა და ინფორმაციის განთავსება ბლოგში.
5) სურათების გადაღება, ალბომის შექმნა და გამოფენის მოწყობა.
10. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია– გაეცნობიან რა კავშირი ქონდათ ძველად ხალხს მათემატიკასთან.
ხელოვნება–ორნამეტების მოზიება ხუროთმოძღვრების ზეგლებში, მხატვრულ ნაქარგებში.
უცხო ენა– ინფორმაციის მოძიება ინტარნეტში და გადათარგმნა.
ისტ– განხორციელება ხდება ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ეკა მაზმიშვილი
12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: ekamazmisvili@gmail.com
13 პროექტის ვებ–გვერდი /ბლოგი: ekamazmisvili blogspot.com

3 comments:

  1. ჩემო კარგო გისურვებ წარმატებებს მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებში.

    ReplyDelete
  2. მადლობა, ძვირფასო

    ReplyDelete
  3. მადლობა ძვირფასო

    ReplyDelete